„ოუშნის რვა მეგობარი“: ვარსკვლავური ტრეილერი გამოვიდა (ვიდეო)

„ოუშნის რვა მეგობარი“: ვარსკვლავური ტრეილერი გამოვიდა (ვიდეო)
შოუბიზნესი / აპრილი 13, 2018

კომპანიამ Warner Bros. ფილმ „ოუშების 8 მეგობრის“ ახალი ტრეილერი წარმოადგინა. ფილმში ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა: სანდრა ბალოკი, რიანა, ენ ჰეთევეი, კეიტ ბლანშეტი, ჰელენა ბონემ კარტერი, სარა პოლსონი და სხვა მსახიობები კოსტიუმების ინსტიტუტის წვეულებაზე იმყოფებიან.

ავანტიურისტი დები (ბალოკი), რომელიც ციხიდან ვადაზე ადრე გამოვიდა, ძველ საქმიანობას უბრუნდება და ყოველწლიურ Met Gala-ზე ძვირადღირებული ყელსაბამის მოპარვას გადაწყვეტს.

ფილმში ეპიზოდურ როლებში დაკოტა ფანინგი, მეტ დეიმონი, ანა ვინტური, კიმ კარდაშიანი, კენდალ და კაილი ჯენერები, ოლივია მანი და სხვა ვარსკვლავები ჩნდებიან.

შეგახსენებთ, რომ ფილმი დენი ოუშნის შესახებ ტრილოგიის გაგრძელებაა, თუმცა ამჯერად სიუჟეტი მისი დის გარშემო ვითარდება. ფილმი დიდ ეკრანებზე მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა.

პოპულარული სიახლეები