„ოუშენის რვა მეგობრის“ პრემიერა ნიუ-იორკში (ფოტო)

„ოუშენის რვა მეგობრის“ პრემიერა ნიუ-იორკში (ფოტო)
შოუბიზნესი / ივნისი 6, 2018

ნიუ-იორკში „ოუშენის რვა მეგობრის“ პრემიერა გაიმართა. Alice Tully Hall-ის წითელ ხალიჩაზე მთავარი როლის შემსრულებლებს ამჯერად რიანაც შეუერთდა.

მომღერალი სიხარულით პოზირებდა Givenchy-ის კაბაში. გვერდს კი მას ენ ჰეთევეი უმშვენებდა. ამ უკანასკნელმა Jean Paul Gaultier-ს კაბაზე გააკეთა არჩევანი.

სარა პოლსონმა Prada-ს მიანიჭა უპირატესობა, ხოლო სანდრა ბალოკმა Elie Saab-ი შეარჩია. კეიტ ბლანშეტმა საყვარელ სტილს – შარვალსა და პიჯაკს არც ამჯერად უღალატა და Missoni-ს ორეულში გამოეწყო. თითოეული მათგანი სიხარულით პოზირებდა ფოტოკამერების წინაშე.