„ოუშენის 8 მეგობარი“ ლონდონს ესტუმრა (ფოტო)

„ოუშენის 8 მეგობარი“ ლონდონს ესტუმრა (ფოტო)
შოუბიზნესი / ივნისი 14, 2018

ბოლო კვირების მანძილზე, ფილმ „ოუშენის 8 მეგობრის“ ვარსკვლავური შემადგენლოვა მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში ფილმის პრემიერებს მართავს.

გერი როსის ფილმის ჩვენება გუშინ ლონდონში გაიმართა. წითელ ხალიჩაზე მსოფლიო ვარსკვლავები ერთად გამოჩნდნენ. რიანამ უპირატესობა თავისივე ტანსაცმლის ბრენდის, Badgalriri-ს ოქროსფერ კაბას მიანიჭა. სანდრა ბალოკმა Zuhair Murad-ის ჭრელი კომბინეზონი შეარჩია, ხოლო კეიტ ბლანშეტმა არჩევანი Louis Vuitton-ის ნაცრისფერ ზედაზე და შავ შარვალზე გააკეთა. სარა პოლსონს Valentino-ს ვარდისფერი კაბა ეცვა, ჰელენა ბონემ კარტერმა კი საყვარელ ბრენდს, Vivienne Westwood-ს არც ამჯერად უღალატა.

 

 

პოპულარული სიახლეები