„ოსკარის“ რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიის გამართვის თარიღი ცნობილია

„ოსკარის“ რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიის გამართვის თარიღი ცნობილია
შოუბიზნესი / აპრილი 24, 2018

ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, „ოსკარის“ რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს.

ნომინანტების შერჩევა 7 იანვარს დაიწყება და 14 იანვარს დასრულდება. ნომინანტების სრული სიის გასაჯაროება 22 იანვარს მოხდება, 4 თებერვალს კი ტრადიციული ლანჩი გაიმართება.

2018  წელს „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია 4 მარტს გაიმართა. „წლის ფილმი“ გილერმო დელ ტოროს „წყლის ფორმა“ დასახელდა.

საკვანძო სიტყვები