ორსული კეიტ მიდლტონი საქველმოქმედო საღამოზე გამოჩნდა (ფოტო)

ორსული კეიტ მიდლტონი საქველმოქმედო საღამოზე გამოჩნდა (ფოტო)
საინტერესო / იანვარი 24, 2018

ორსული კეიტ მიდლტონი ფსიქიკური ჯანმრთელობის ბავშვთა თანადგომის სკოლას Roe Green ესტუმრა.

კემბრიჯის ჰერცოგინიამ ოფიციალური ღონისძიებისთვის Sportmax-ის ცისფერი პალტო, Seraphine Ltd-ის კაბა და Beulah London-ის აბსტრაქტული ნახატებით გაფორმებული შარფი შეარჩია. ამ გამოსვლით მიდლტონმა მომავალ დედებს კიდევ ერთი გემოვნებიანი სტილის მაგალითი მისცა.

შეგახსენებთ, რომ კეიტი და მისი მეუღლე, პრინცი უილიამი მესამე შვილს ელოდებიან. მათ უკვე ჰყავთ პრინცი ჯორჯი, რომელიც ქვეყანას 2013 წლის ივლისში მოევლინა და პრინცესა შარლოტა, რომელიც 2015 წლის მაისში დაიბადა.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები