ორსული ჯესიკა ალბა, ჯესიკა ბილი და გვინეტ პელტროუ წვეულებაზე Baby2Baby Gala

ორსული ჯესიკა ალბა, ჯესიკა ბილი და გვინეტ პელტროუ წვეულებაზე Baby2Baby Gala
შოუბიზნესი / ნოემბერი 13, 2017

გასულ უქმეებზე კალიფორნიის შტატში, კალვერ-სიტიში გალა წეულება Baby2Baby Gala გაიმართა. წვეულება 2011 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს ტარდება, ფონდი Baby2Baby 12 წლამდე გაჭირვებულ ბავშვებს ეხმარება.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება 36 წლის ორსულმა ჯესიკა ალბამ დაიმსახურა, რომელიც წვეულებაზე მეუღლესთან, კეშ უორენთან ერთად მივიდა. ალბა ბედნიერად გამოიყურებოდა და სიამოვნებით პოზირებდა ფოტოგრაფებთან.

არანაკლები ყურადღება დაიმსახურეს გვინეტ პელტროუმ და ჯესიკა ბილმა. პელტროუ Tom Ford-ის ელეგანტურ სამოსში იყო წარმოდგენილი, რომელსაც Irene Neuwirth-ის საყურეები ამშვენებდა, ხოლო ჯესიკამ Giambattista Valli-ს ეფექტური, „შიშველი“ კაბა აირჩია. გარეგნობა მან Tiffany & Co-ს სამკაულებით შეავსო.

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები