„ოქროს გლობუსზე“ ანჯელინა ჯოლი ვაჟიშვილთან ერთად მივიდა (ვიდეო/ფოტო)

„ოქროს გლობუსზე“ ანჯელინა ჯოლი ვაჟიშვილთან ერთად მივიდა (ვიდეო/ფოტო)
შოუბიზნესი / იანვარი 8, 2018

ანჯელინა ჯოლი „ოქროს გლობუსის“ 75-ე ცერემონიაზე თვცალისმომჭრელად გამოიყურებოდა. მსახიობი ღონისძიებაში რეჟისორის სტატუსით იმყოფებოდა, მისი ფილმი „თავდაპირველად მათ მამაჩემი მოკლეს“ ნომინაციაზე „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ იყო წარდგენილი. თუმცა საბოლოოდ ეს ჯილდო გერმანულმა ფილმმა მოიპოვა.

წლევანდელი „ოქროს გლობუსი“ სექსუალური შევიწროების პროტესტის ნიშნით იმართებოდა, ამიტომ ჯოლი, რომელიც ქალთა უფლებების აქტიური დამცველია, საღამოზე წინასწარ დადგენილი დრეს-კოდით – შავი კაბით გამოცხადდა. მსახიობი ცერემონიაზე ვაჟიშვილთან, 14 წლის პაქსთან ერთად მივიდა. აღსანიშნავია, რომ ის ფილმის გადაღებებში აქტიურად მონაწილეობდა.

საკვანძო სიტყვები