„ოქროს გლობუსის“ ყველაზე მიმზიდველი წვერიანი მამაკაცები

„ოქროს გლობუსის“ ყველაზე მიმზიდველი წვერიანი მამაკაცები
შოუბიზნესი / იანვარი 10, 2017

ჟურნალმა People „ოქროს გლობუსის“ ყველაზე სიმპათიური წვერიანი მამაკაცები გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ პრემიის წითელ ხალიჩაზე ბევრი ვარსკვლავი სწორედ ბოლო დროს ტრენდად ქცეული იმიჯით გამოცხადდა.

მათ შორის იყვნენ აარონ ტეილორ ჯონსონი (მან „ოქროს გლობუსი“ მიიღო ნომინაციაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი”), „დედპულის“ ვარსკვლავი რაიან რეინოლდსი, მომღერალი და მსახიობი ჯასტინ ტიმბერლეიკი, „შურისმაძიებლების“ ვარსკვლავი კრის ჰემსვორტი და ა.შ.

რეიტინგში ასევე მოხვდნენ კრის პეინი „სტარტრეკიდან“, ჯეფრი დინ მორგანი „მოსიარულე მკვდრებიდან”, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ „სამეფო კარის თამაშებიდან“, დიეგო ლუნა „ვარსკვლავური ომებიდან“ და ა.შ.