Oppo Find X მოხრის დროს გატყდა (ვიდეო)

Oppo Find X მოხრის დროს გატყდა (ვიდეო)
Hi Tech / ივლისი 27, 2018

პოპულარულმა ბლოგერმა, JerryRigEverything თავისი საფირმო ტესტირება სმარტონ Oppo Find X-ს ჩაუტარა. აღნიშნულ მოწყობილობას მობილური ბაზრისთვის უჩვეულო კამერის კონსტრუქცია აქვს.

Oppo Find X-ს თამამად შეიძლება ვუწოდოთ სამომხმარებლო სმარტფონი, ამიტომ გასაკვირი არ ყოფილა, რომ ცნობილმა ბლოგერმა ყურადღება სწორედ მასზე შეაჩერა.

პირველი გამოცდა სმარტფონმა სტანდარტულად ჩააბარა: დაკაწრული OLED-ეკრანი სანთებელას ანთების შემდეგ აღდგა.

რაც შეეხება ტესტს მოხრაზე, სმარტფონმა ის ვერ ჩააბარა. უკანა მინა და ეკრანი გატყდა, თუმცა დისპლეი შეხებაზე მგრძნობიარე დარჩა.

საკვანძო სიტყვები