One Direction შესაძლოა კვლავ გაერთიანდეს

One Direction შესაძლოა კვლავ გაერთიანდეს
შოუბიზნესი / აპრილი 24, 2018

ხმები One Direction-ის შესაძლო გაერთიანების შესახებ ბოლო დროს ხშირად დადის, თუმცა ამ დღეებში ეს ინფორმაცია ლიამ პეინმა განამტკიცა, რომელიც Radio 1-ს სტუმრობდა:

„მგონია, რომ რაღაც მომენტში აუცილებლად გავერთიანდებით. მომავალი გვიჩვენებს. ყველანი განვიხილავთ ამ იდეას. მინდა, რომ ამ ფაქტს გრანდიოზული შოუც კი მივუძღვნათ“, – აღიარა პეინმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად 24 წლის მუსიკოსი სადებიუტო სოლო ალბომის პოპულარიზაციით არის დაკავებული.

 

საკვანძო სიტყვები