ოლივია უაილდმა ტიფანის კაფეს გახსნაზე მაგიდის ჩოგბურთი ითამაშა

ოლივია უაილდმა ტიფანის კაფეს გახსნაზე მაგიდის ჩოგბურთი ითამაშა
შოუბიზნესი / ნოემბერი 14, 2017

ოლივია უაილდმა და რილეი კეოუჰმა ტიფანიში ჯადოსნურად ივახშმეს. კომპანია Tiffany & Co-მ თავისი ახალი წამოწყება –  „Blue Box Café” საზეიმოდ გახსნა და ცერემონიას უამრავი სელებრითი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ცნობილი მსახიობები ოლივია და რილეიც, რომლებიც საღამოსთვის განსაკუთრებულად იყვნენ მომზადებული. წყვილს ტიფანის სტილის სამოსი და ამავე ბრენდის სამკაული ამშვენებდა. როგორც პრესაში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, მსახიობებმა საღამოზე მართლაც კარგი დრო გაატარეს, რამდენიმე სამაგიდო თამაში ითამაშეს და შემდეგ სასიამოვნოდ ივახშმეს. წვეულებაზე გამოყენებული ნივთების შეძენა კი ნებისმიერ მსურველს ტიფანის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლება.