*NSYNC-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან

*NSYNC-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს გაუხსნიან
შოუბიზნესი / მარტი 21, 2018

ჯგუფი *NSYNC ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავს მიიღებს. ცერემონია 30 აპრილისთვის არის დაგეგმილი. საპატიო ნიშანი Backstreet Boys-ისა და Boyz II Men-ის ვარსკვლავების გვერდით განთავსდება.

ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ჯასტინ ტიმბერლეიკი, ლენს ბასი, კრის კირკპატრიკი, ჯოუი ფეტოუნი და ჯეისი ჩეიზესი შედიოდნენ, 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბოი-ბენდად ითვლებოდა.

აშშ-ში *NSYNC-ის 30 მილიონზე მეტი ჩანაწერია გაყიდული, სხვა ქვეყნებში კი ეს რიცხვი 42 მილიონს შეადგენს.

პოპულარული სიახლეები