ნოუთბუქი ბავშვებისთვის, რომლის კონტროლიც მშობლებს სრულად შეუძლიათ

ნოუთბუქი ბავშვებისთვის, რომლის კონტროლიც მშობლებს სრულად შეუძლიათ
Hi Tech / სექტემბერი 13, 2017

კომპანია Tanoshi-მ საბავშვო ნიუთბუქი წარმოადგინა, რომელიც მშობლებს კონტროლის საშუალებას აძლევს. სიახლე ანდროიდის ბაზაზე მუშაობს და საკმაოდ კარგი ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევა: 5 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა, 2 მეგაპიქსელია სელფი-კამერა, 10 დიუიმიანი HD გარჩევადობის ეკრანი, ორი სტერეოდინამიკი, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 32 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება.

ნოუთბუქს ფიზიკური კლავიატურა მოჰყვება, რომელიც emoji-ღილაკებით არის აღჭურვილი.

მშობლებს მუდმივად შეეძლებათ იმისი კონტროლი თუ რას აკეთებენ მათი შვილები ნოუთბუქთან, ხოლო თუ დაინახავენ, რომ ბავშვი დაშვებულ ზღვარს გადასცდა, მათ მოწყობილობის დაბლოკვის საშუალებაც ექნებათ. ყოველკვირეული ან ყოველთვიური მონაცემების საშუალებით, მშობლები დაინახავენ იმასაც თუ რომელი აპლიკაციით სარგებლობს ბავშვი ყველაზე ხშირად. სურვილის შემთხვევაში, მათ ნოუთბუქის მუშაობის საათობრივი გრაფიკის დაყენებაც შეუძლიათ.

დევაისის ფასი 200 დოლარს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები