ნორვეგიელი ვიკინგი „ინსტაგრამზე“ ქალებს აგიჟებს

ნორვეგიელი ვიკინგი „ინსტაგრამზე“ ქალებს აგიჟებს
საინტერესო / ნოემბერი 13, 2017

31 წლის ლასე მატბერგი, რომელიც ნორვეგიის სამეფო სამხედრო ფლოტის ოფიცერია, „ინსტაგრამზე“ აქტიურ ცხოვრებას ეწევა. ვიკინგის გამომწერებს მისი ფოტოები ჭკუიდან შლის, ის ვიკინგების ღმერთს, თორს ჰგავს.

ლასეს სიმაღლე 198 სანტიმეტრია, ხოლო მისი აღნაგობა ბლოგერებს აფიქრებინებს, რომ ის ნამდვილად ნორვეგიელი ვიკინგების შთამომავალია. სექსუალურ ფოტოებთან ერთად, ლასე ლეკვთან გადაღებულ ემოციურ ფოტოებსაც აქვეყნებს, რითიც თაყვანისმცემლების გულს კიდევ უფრო იგებს.

ლასე აღიარებს, რომ სოციალურ ქსელში გამოჩენამდე ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ახლა კი მთელს მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, ბევრი მათგანი კი ოცნებობს ცოლად გაყვეს და შვილი გაუჩინოს.

ნორვეგიელი ოფიცერი ამბობს, რომ ისევ მარტოა და თავის ერთადერთთან შეხვედრას ელის.

 

 

საკვანძო სიტყვები