Nokia X6 ოფიციალურად გამოვიდა

Nokia X6 ოფიციალურად გამოვიდა
Hi Tech / მაისი 17, 2018

16 მაისს, სმარტფონი Nokia X6 გამოვიდა. მისი მწარმოებელი ფინური კომპანია HMD Global-ია.

სიახლემ მიიღო დისპლეი, რომელიც 99%-ით ჰგავს iPhone X-ს. ეკრანი 5,9 დიუიმიანია, ხოლო მეხსიერების მოცულობა 32 და 64 გიგაბაიტიანი.

ამას გარდა, ანდროიდის ბაზაზე მომუშავე სმარტფონს სწრაფი დატენვის ტექნოლოგიაც ახლავს. რაც შეეხება კამერებს, ძირითადი 16, ხოლო წინა – 5 მეგაპიქსელიანია.

სმარტფონს უკანა პანელზე თითის ანაბეჭდის სკანერი და სტანდარტული ყურსასმენის პორტი აქვს.

საკვანძო სიტყვები