Nokia X6 მაღაზიის დახლებიდან 10 წამში გაქრა

Nokia X6 მაღაზიის დახლებიდან 10 წამში გაქრა
Hi Tech / მაისი 22, 2018

გასულ კვირას, კომპანიამ HMD Global სმარტფონი Nokia X6 გამოუშვა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სიახლის მფლობელები ყველაზე სწრაფები გახდნენ.

მწარმოებლის მტკიცებით, სმარტფონი მაღაზიის დახლებიდან 10 წამში გაქრა, თუმცა პარტიის ზომა არ კონკრეტდება.

Nokia X6 შავ, ლურჯ და ვერცხლისფერ ფერებში იყო წარმოდგენილი. 4 გიგაბაიტიანი ვერსია 204, ხოლო უფრო დიდი მოცულობის – 236 დოლარი ღირს. იგი აღჭურვილია 5,8 დიუიმიანი FullHD+ ეკრანით, რომელსაც Corning Gorilla Glass 3-ის დამცავი მინა აქვს.

სმარტფონს ორმაგი ძირითადი კამერა აქვს, 16 და 5 მეგაპიქსელიანი, ხოლო წინა, 16 მეგაპიქსელიანია. ასევე მას აქვს Face Unlock ტექნოლოგია და თითის ანაბეჭდის სკანერი.

 

საკვანძო სიტყვები