Nokia თქვენს ჯანსაღ ძილზე ზრუნავს

Nokia თქვენს ჯანსაღ ძილზე ზრუნავს
Hi Tech / იანვარი 12, 2018

კომპანია Nokia-მ ახალი პროდუქტი Nokia Sleep წარმოადგინა. გაჯეტი თქვენი ძილის ხარისხის გასაუმჯობესებმად შეიქმნა. მოწყობილობა მატრასის ქვეშ თავსდება და მისი საშუალებით ხდება ძილის დროს ადამიანის მოძრაობის კონტროლი.

მონიტორინგის შედეგად, გაჯეტი სიზმრის ფორმირებას ახდენს და მას ფაზებად ყოფს. თუ ადამიანი ხვრინავს, ის ამ პროცესის ანალიზსაც აკეთებს.

სპეციალური აპლიკაცია ძილის შესახებ რეკომენდაციებს გაძლევთ და გირჩევთ, როგორ გააუმჯობესოთ ის. ამას გარდა, მოწყობილობას სერვის IFTTT-ის მხარდაჭერაც აქვს, რომლის საშუალებითაც ის სანათ საშუალებებს ან თერმოსტატთან ინტეგრირდება.

Nokia Sleep 100 დოლარი ღირს და მისი გაყიდვები უახლოეს მომავალში დაიწყება.

საკვანძო სიტყვები