Nokia 7 Plus-ს 6-დიუიმიანი ეკრანი და ორმაგი კამერა ექნება

Nokia 7 Plus-ს 6-დიუიმიანი ეკრანი და ორმაგი კამერა ექნება
Hi Tech / თებერვალი 6, 2018

პოპულარულ ბენჩმარკზე Geekbench ახალი Nokia 7 Plus-ის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა. როგორც გაირკვა, სიახლე კომპანიის პირველი სმარტფონი იქნება, რომელსაც სრული ეკრანი ექნება – მისი დიაგონალი 6 დიუიმი იქნება.

Nokia 7 Plus-ს ორმაგი 12 და 13 მეგაპიქსელიანი კამერა და Carl Zeiss-ის ობიექტივი ექნება. ამას გარდა, ის აღჭურვილი იქნება სწრაფი დატენვის ტექნოლოგიითა და თითის ანაბეჭდის სკანერით.

ფასის შესახებ ინფორმაცია არ არის.

საკვანძო სიტყვები