Nokia 7 Plus ჩინეთში 5 წუთში გაიყიდა

Nokia 7 Plus ჩინეთში 5 წუთში გაიყიდა
Hi Tech / მარტი 9, 2018

Mobile World Congress 2018-ზე, რომელიც ბარსელონაში თებერვალში გაიმართა, კომპანია HMD Global-მა Nokia 7 Plus-ის პრეზენტაცია მოაწყო.

გუშინ, სმარტფონის გაყიდვები ჩინეთის ტერიტორიაზე ინტერნეტ-მაღაზია JD.com-ის საშუალებით დაიწყო და 4 გიგაბაიტიანი მოდელის ფასი 364, ხოლო 6 გიგაბაიტიანის – 395 დოლარს შეადგენდა.

კომპანიის ინფორმაციით, ყველა მოწყობილობა 5 წუთში გაიყიდა, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ერთეული გაჯეტი იყიდებოდა იმ დროისთვის. HMD Global-მა უკვე განაცხადა, რომ გაყიდვების შემდეგი ეტაპი მარტის შუა რიცხვებიდან განახლდება.

საკვანძო სიტყვები