Nokia 6-ის გაყიდვები დაიწყო

Nokia 6-ის გაყიდვები დაიწყო
Hi Tech / ივნისი 12, 2018

რამდენიმე კვირის წინ, კომპანია HMD Global-მა Nokia 6-ის გამოსვლა დააანონსა. რამდენიმე დღის წინ კი, ჩინეთში აღნიშნული სმარტფონი გაყიდვაში გამოვიდა, დღეს კი ის უკვე ევროპის მთელ რიგ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი, Nokia 6 19 ივნისიდან გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ მოწყობილობას 5,5 დიუიმიანი ეკრანი აქვს, რომელიც Corning Gorilla Glass-ით არის დაფარული და Full HD გარჩევადობის არის. უკანა პანელზე 16 მეგაპიქსელიანი, ხოლო წინა მხარეს 8 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს განთავსებული.

რაც შეეხება ფასს, Nokia 6 355 დოლარი ღირს.

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები