NINE CLUB აღმაშენებლზე – ცნობილი კლუბი ლოკაციას იცვლის

NINE CLUB აღმაშენებლზე – ცნობილი კლუბი ლოკაციას იცვლის
FM შოპინგი / აპრილი 13, 2018

კლუბი და კარაოკე ერთად, ბევრისთვის გართობის საუკეთესო კომბინაციაა. NINE CLUB-მა ეს გაითვალისწინა და მისამართის ცვლილებით ერთგულ და ახალ სტუმრებს ამ კომბინაციას გთავაზობთ.

აღმაშენებლის 75 ნომერში, ის როგორც კლუბური გართობის, ასევე კარაოკეს მოყვარულებს უმასპინძლებს.

ახალ ლოკაციაზე დღეს, გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელზეც  ცნობილი ქართული ბენდი SPACE JAM, შემდეგ კი DJ Gigi Chichua და Whitebeat დაუკრავენ.

ამ ლოკაციაზე ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, კარაოკეს საღამოები გაიმართება. პარასკევიდან კვირის ჩათვლით კი სცენას პოპულარული ქართული ბენდები დაიკავებენ.

„ბენდების შემდეგ, პარასკევიდან კვირის ჩათვლით, გვეყოლება DJ.

ჩვენთან დაუკრავენ ისეთი ცნობილი ქართული ბენდები, როგორებიცაა გუფილენდი, სფეის ჯემი, ნიუტონი, ქოლორსი და ა.შ.“, – განაცხადეს NINE CLUB-ში.

 

საკვანძო სიტყვები

პოპულარული სიახლეები