ნიკოლ კიდმანი ტელესერიალში მონაწილეობას კვლავ მიიღებს

ნიკოლ კიდმანი ტელესერიალში მონაწილეობას კვლავ მიიღებს
შოუბიზნესი / მარტი 14, 2018

ნიკოლ კიდმანი კვლავ მიიღებს მონაწილეობას ტელესერიალში. ამჯერად საუბარია HBO-ს მორიგ პროექტზე „შეცვლა“, რომელსაც დევიდ  ედვარდ კელი გადაიღებს. აღსანიშნავია, რომ კიდმანი უკვე თანამშრომლობდა კელისთან სერიალზე „დიდი პატარა ტყუილი“.

პროექტს საფუძვლად ჯინ ჰანფ კორელიცის რომანი „უნდა იცოდე“ დაედება.

კიდმანი წარმატებულ ფსიქოთერაპევტს განასახიერებს. საკუთარი წიგნის პრეზენტაციამდე კი მის ცხოვრებაში უბედურება ხდება.

საკვანძო სიტყვები