ნიკოლ კიდმანი ფილმის „1+1“ რიმეიქში მონაწილეობას მიიღებს

ნიკოლ კიდმანი ფილმის „1+1“ რიმეიქში მონაწილეობას მიიღებს
შოუბიზნესი / იანვარი 11, 2017

რეჟისორი ნილ ბერგერი ფრანგული კომედიის „1+1“ რიმეიქს გადაიღებს. დღეისთვის ცნობილია, რომ პროექტში ბრაინ კრენსტონი და 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომიკოსი, კევინ ჰარტი გამოჩნდებიან. დაუდასტურებელი ინფორმაციით ფილმში ნიკოლ კიდმანი და ამარა კარანიც მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ფილმის ორიგინალი 2011 წელს გამოვიდა. მთავარი როლები მასში ფრანსუა სკლუზემ და ომარ სიმ შეასრულეს. 2012 წელს ფილმი „ოსკარის“ ნომინანტიც გახდა კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“, თუმცა საბოლოო შორტ-ლისტში ის ვერ მოხვდა. 11 მილიონიანი ბიუჯეტით პროექტმა 500 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.