ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი ერთმანეთს შორდებიან

ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი ერთმანეთს შორდებიან
შოუბიზნესი / მარტი 22, 2018

გამოცემა In Touch Weekly წერს, რომ ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი დაშორების ზღვარზე არიან. გამოცემის ინსაიდერები აცხადებენ, რომ ისინი ბედნიერად სახალხოდ გამოიყურებიან, თუმცა, როდესაც მარტოები რჩებიან, ყველაფერი იცვლება.

წყვილის მეგობრების განცხადებით, ოჯახის გადასარჩენად ისინი ფსიქოთერაპევტსაც სტუმრობდნენ, თუმცა ამჟამად ისინი განქორწინებისთვის ემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 2005 წლის იანვარში გაიცნო, ერთი წლის მერე კი დაქორწინდნენ. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ. მათ გარდა, კიდმანს ტომ კრუზთან ქორწინებაში ორი აყვანილი შვილიც ჰყავს.

საკვანძო სიტყვები