ნიკი მინაჟის ფურორი MTV Europe Music Awards-ის სცენაზე (ფოტო/ვიდეო)

ნიკი მინაჟის ფურორი MTV Europe Music Awards-ის სცენაზე (ფოტო/ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 6, 2018

გუშინ, ესპანეთში MTV Europe Music Awards გაიმართა. ტაბლოიდები დღეს უკვე დამშვიდებულად განიხილავენ შოუს დასამახსოვრებელ მომენტებს და ერთ-ერთ საუკეთესოდ ნიკი მინაჟის გამოსვლებს ასახელებენ.

მართლაც, უნდა აღინიშნოს, რომ სხვა რამდენიმესთან ერთად საღამოს მთავარი სახე ნიკი მინაჟიც იყო. დაჯილდოების ცერემონიალი მან სიმღერით Good Form გახსნა, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად და თან ცოცხლად იმღერა.

 

View this post on Instagram

 

#MTVEMA Best Hip Hop winner, @nickiminaj, always knows how to make 👏🏽 an 👏🏽 entrance! 👏🏽 #QUEEN 💗

A post shared by MTV EMA (@mtvema) on

ამერიკელი რეპერი სცენაზე ასევე Little Mix-თან დუეტით Woman Like Me, შემდეგ კი ჯეისონ დერულოსთან და დევიდ გეტასთან ერთად სიმღერით Goodbye წარდგა.

საერთო ჯამში, ონიკა ტანია მარაჟმა სამი განსხვავებული პერფორმანსი შემოგვთავაზა, რა დროსაც თავი არ დაუზოგავს სხეულის გამოკეთილი ნაწილების დემონსტრირებისგან.

შეგახსენებთ, რომ ნიკი მინაჟმა ,,ემტივი ევროპის მუსიკალურ დაჯილდოებაზე” ,,საუკეთესო ლუქისა” და ,,საუკეთესო ჰიპ-ჰოპის” ნომინაციებში გაიმარჯვა.