,,ნეტფლიქსმა” ფილმის ,,მაუგლი: ჯუნგლების ლეგენდა” პირველი ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნა (ვიდეო)

,,ნეტფლიქსმა” ფილმის ,,მაუგლი: ჯუნგლების ლეგენდა” პირველი ოფიციალური თრეილერი გამოაქვეყნა (ვიდეო)
შოუბიზნესი / ნოემბერი 8, 2018

,,ნეტფლიქსმა” რადიარდ კიპლინგის ,,ჯუნგლების წიგნის” მორიგი ეკრანიზაციის, ,,მაუგლი: ჯუნგლების ლეგენდა” პირველი ოფიციალური თრეილერი გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ კინოსურათის გახმოვანებაში მონაწილეობა კრისტიან ბეილმა, კეიტ ბლანშეტმა და ბენედიქტ კამბერბეჩმა მიიღეს. მსახიობებმა ბაგირა, კაა და შერ ხანი გაახმოვანებს. მაუგლის როლს ფენტეზში პატარა მსახიობი, როენ ჩანდი ასრულებს.

პროექტის რეჟისორი ენდი სერკისია, რომელიც ფილმში ბალუს გახმოვანებითაც დაკავდა.

ჯუნგლებში გაზრდილი ბიჭუნას ისტორია ,,ნეტფლიქსზე” 7 დეკემბრიდან  გამოჩნდება.

 

 

საკვანძო სიტყვები