ნერი ოქსმანმა ბრედ პიტი ამერიკელი მილიარდერის გამო მიატოვა

ნერი ოქსმანმა ბრედ პიტი ამერიკელი მილიარდერის გამო მიატოვა
შოუბიზნესი / ივნისი 14, 2018

დასავლური მედიის ცნობით, ბრედ პიტი კვლავ მარტოა. მსახიობისა და მისი ახალი რჩეულის, 42 წლის ნერი ოქსმანის რომანი დასრულდა. გასულ უქმეებზე ნერი 52 წლის ფინანსისტის, ბილ ეკმანის საზოგადოებაში შენიშნეს. ოქსმანი მის საგულშემატკივროდ ჩოგბურთის სამოყვარულო მატჩზე იმყოფებოდა, მოგვიანებით კი წყვილმა კორტები ერთად დატოვა.

ეკმანის პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი. 1994 წელს მან ლანდშაფტის დიზაინერზე, კარენ ენზე იქორწინა, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა. 2016 წლის დეკემბერში წყვილი დაშორდა.

რაც შეეხება პიტს, წელიწადნახევრის წინ ის და ანჯელინა ასევე დაშორდნენ ერთმანეთს. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ყოფილ მეუღლესთან გამუდმებული კონფლიქტის გამო, ჯოლიმ შესაძლოა ექვს შვილზე მეურვეობა დაკარგოს.

ბილ ეკმანი

პოპულარული სიახლეები