ნატალი პორტმანს, შესაძლოა, ისრაელის მოქალაქეობა ჩამოართვან

ნატალი პორტმანს, შესაძლოა, ისრაელის მოქალაქეობა ჩამოართვან
შოუბიზნესი / აპრილი 26, 2018

ნატალი პორტმანი საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა გახვეული. მიზეზად კი მისი ისრაელის პრესტიჟულ პრემია Genezis-ზე დასწრების სურვილის არქონა სახელდება, რომელიც ქვეყნის იმ მოქალაქეებს გადაეცემათ, რომლებიც წარმატებას აღწევენ.

ამ დღეებში ისრაელის ხელისუფლებამ მსახიობის წარმომადგენლისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ ნატალი 2018 წელს გასამართ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. განმარტებული იყო უარის მიზეზიც: “მსახიობი შეძრწუნებულია ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი უკანასკნელი ამბებით და მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა მას დისკომფორტს მოუტანს“.

აღნიშნული ფაქტი დაგმეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და გაჩნდა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის იდეაც. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პორტმანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს: ამერიკის და ისრაელის. მსახიობი იერუსალიმში დაიბადა.

 

საკვანძო სიტყვები