ნატალი პორტმანი საყიდლებზე ერთი წლის ქალიშვილთან ერთად დადის (ფოტო)

ნატალი პორტმანი საყიდლებზე ერთი წლის ქალიშვილთან ერთად დადის (ფოტო)
შოუბიზნესი / მარტი 13, 2018

ნატალი პორტმანი და მისი მეუღლე, ბენჟამენ მილპიე ცხოვრების დახურულ სტილს ირჩევენ. წყვილი არაფერს ამბობს პირად ცხოვრებაზე, ხოლო მათი ერთად გადაღება საკმაოდ იშვიათად არის შესაძლებელი.

ამ დღეებში ლამაზმანი ერთი წლის ქალიშვილთან ერთად შოპინგის დროს გადაიღეს. ნატალის მოსახერხებელი ტანსაცმელი ეცვა: ჯინსი, კედები, სვიტერი და მზის დამცავი სათვალე. მსახიობი ცდილობდა, შეუმჩნეველი დარჩენილიყო.

შეგახსენებთ, რომ ნატალიმ და ბენჟამენმა ერთმანეთი 2010 წელს ფილმ „შავი გედის“ გადაღებებზე გაიცნეს.