ნატალი პორტმანი ფილმის “V ნიშნავს ვენდეტას” გაგრძელებაში მონაწილეობისთვის მზად არის

ნატალი პორტმანი ფილმის “V ნიშნავს ვენდეტას” გაგრძელებაში მონაწილეობისთვის მზად არის
შოუბიზნესი / ივნისი 29, 2018

ნატალი პორტმანი მისი კარიერის ერთ-ერთი მთავარ ფილმის –  „V ნიშნავს ვენდეტას“ გაგრძელების შესახებ ალაპარაკდა.

პორტალთან BuzzFeed ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ ალან მურის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციის გაგრძელება ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომელშიც ის აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას.

საუბარი ამის შესახებ დიდი ხანია მიდის, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.

შეგახსენებთ, რომ 54 მილიონიანმა ფილმმა კინოგაქირავებაში 132,5 მილიონი მოიტანა. სწორედ ეს ციფრები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ფილმის მეორე ნაწილი შესაძლოა მართლაც გამოვიდეს.