ნაომი კემპბელი ჯალათის როლში Pirelli-ის კალენდარში გამოჩნდა

ნაომი კემპბელი ჯალათის როლში Pirelli-ის კალენდარში გამოჩნდა
შოუბიზნესი / ნოემბერი 13, 2017

სულ მალე დღის შუქზე ლეგენდარული კალენდრის, Pirelli-ს ახალი გამოცემა გამოვა. თითოეული გამოცემის თემატიკა საიდუმლოა, თუმცა ჯერ კიდევ ზაფხულში გახდა ცნობილი, რომ 2018 წელი ეძღვნება თემას: „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.

კალენდრის შემქმნელებმა გადაღებებიდან პირველი კადრები გამოაქვეყნეს. კადრში ნაომი კემპბელი და პი დიდი ჯალათების როლში არიან. ვარსკვლავებს შესაბამისი კოსტიუმები აცვიათ, ხელში კი ცულები უჭირავთ.

ცნობილია ისიც, რომ კალენდრის ფურცლებზე ვუპი გოლდგბერგიც გამოჩნდება. როგორც ჩანს, ახალი გამოცემა ძალიან საინტერესო და კოლორიტული იქნება.

საკვანძო სიტყვები