მუსიკოსები, რომლებიც კომპიუტერისთვის და სმარტფონისთვის საფრთხეს წარმოადგენენ

მუსიკოსები, რომლებიც კომპიუტერისთვის და სმარტფონისთვის საფრთხეს წარმოადგენენ
Hi Tech /შოუბიზნესი / სექტემბერი 20, 2017

ბრიტანულმა მუსიკალურმა ჟურნალმა NME იმ მუსიკოსების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ექსპერტების აზრით, კომპიუტერისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. რეიტინგი ანტივირუსული კომპანია McAfee-ს თანამშრომლებმა შეადგინეს. მათი აზრით, არსებობენ  კონკრეტული ვარსკვლავები, რომელთა სიმღერის ჩამოტვირტთას შესაძლოა, სერიოზული გართულებები მოჰყვეს.

პირველ ადგილზე დევიდ კრეიგი იმყოფება, მეორე ადგილს შოტლანდიოელი ემილი სანდე იკავებს, სამეულს კი ლიამ პეინი ხურავს. სწორედ ეს არის სამეული, რომელსაც კოიმპიუტერის დაზიანება ყველაზე მეტად შეუძლია.

გამოცემა მოუწოდებს მელომანებს, სიმღერების ჩამოტვირთვამდე სმარტფონში ან კომპიუტერში ძალიან ხარისხიანი ანტივირუსი დააყენოს.