მუსიკისგან ჟრუანტელი გივლით? – თქვენ განსაკუთრებული ხართ

მუსიკისგან ჟრუანტელი გივლით? – თქვენ განსაკუთრებული ხართ
საინტერესო / სექტემბერი 13, 2017

თუ საყვარელი მუსიკის მოსმენისგან ჟრუანტელი გივლით, თქვენ განსაკუთრებული ხართ – ასეთ დასკვნამდე მივიდა ჰარვარდის მეცნიერი მეთიუ საქსი, რომელმაც ხმაზე ფიზიოლოგიური რეაქციები შეისწავლა.

კვლევაში 120 ადამიანი მონაწილეობდა. მხოლოდ ათმა მათგანმა აღიარა, რომ საყვარელი მუსიკის მოსმენის დროს სასიამოვნო ტაქტილურ შეგრძნებებს განიცდის. მათი ტვინის ტომოგრაფიამ კი აჩვენა, რომ მათ, ვისაც მუსიკისადმი ემოციური და ფიზიკური მიზიდულობა აქვთ, ტვინის განსაკუთრებული სტრუქტურა აქვთ.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ასეთი ტიპის ადამიანები გაცილებით მარტივად ადაპტირდებიან არასტანდარტულ სიტუაციებში და ახალ გარემოში სოციალური კონტაქტის დამყარება უპრობლემოდ შეუძლიათ.

საკვანძო სიტყვები