მუსიკალური ტრენდის Top-3 უახლესი კლიპი, რომელსაც უკვე მილიონობით ნახვა აქვს

მუსიკალური ტრენდის Top-3 უახლესი კლიპი, რომელსაც უკვე მილიონობით ნახვა აქვს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 15, 2018

ბოლო დროს საკმაოდ აქტუალურია YouTube-ის მუსიკალური ტრენდი, რომელშიც თავს ის ყველაზე პოპულარული კლიპები იყრის, რომელთაც ვიდეო საიტის მომხმარებლების სიმპათია დაიმსახურეს.

ბოლო მონაცემებით, პირველ ადგილზე 5 დღის წინ გამოსული მუსიკალური რგოლია სიმღერაზე Taki Taki.

DJ Snake-ის სინგლზე გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც სელენა გომესი, Ozuna და ქარდი ბი მონაწილეობენ უკვე 69,535,927 ნახვა აქვს.

ტრენდში მეორეა ემინემის ,,ვენომი”. სიმღერა, რომელიც ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკია, ლეგენდარული რეპერის მე-10 სტუდიურ ალბომში Kamikaze შედის, რომელიც 31 აგვისტოს გამოვიდა.

ვიდეო YouTube-ის 69,218,987 ,,იუზერმა” ნახა.

საუკეთესო სამეულს, ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის 2 კვირის წინ გამოქვეყნებული ვიდეო სიმღერაზე Shallow ხურავს.
მუსიკას კინოფილმიდან ,,ვარსკვლავის დაბადება” 36,268,908 ნახვა აქვს.

საკვანძო სიტყვები