მულტფილმი “მაშა და დათვი” მორიგი კრიტიკის მსხვერპლი გახდა

მულტფილმი “მაშა და დათვი” მორიგი კრიტიკის მსხვერპლი გახდა
საინტერესო / ივნისი 2, 2017

ტალინის უნივერსიტეტის ლექტორი, პრიიტ ჰიბემიაგი თვლის, რომ მულტფილმში „მაშა და დათვი“ ის საბრძოლო მოქმედებების პროპაგანდას ხედავს. მისი აზრით, მუტფილმი ერთადერთი მიზნით შეიქმნა: შეცვალოს რუსეთის გარეგნული სახე. სიახლეს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბევრი უცხოელი დათვში სწორედ რუსეთის სიმბოლოს ხედავს.  პრიიტი თვლის, რომ მომავალ თაობას მულტფილმის საშუალებით „ტვინს ურეცხავენ“.

შეგახსენებთ, რომ ეს „მაშა და დათვის“ მისამართით წამოსული პირველი კრიტიკა არ არის. გასულ წელს, ფსიქოლოგებმა ის ასაკრძალი მულტფილმების სიაში შეიყვანეს და განაცხადეს, რომ კაპრიზული მაშა პატარებზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს

საკვანძო სიტყვები