MTV Europe Music Awards: შონ მენდესის ტრიუმფი და სხვა გამარჯვებულები

MTV Europe Music Awards: შონ მენდესის ტრიუმფი და სხვა გამარჯვებულები
შოუბიზნესი / ნოემბერი 13, 2017

კვირას ლონდონში MTV Europe Music Awards-ის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. როგორც ყოველთვის, მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავები მაყურებელმა ჯერ წითელ ხალიჩაზე, შემდეგ კი, სცენაზე იხილა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ტრიუმფატორი კანადელი მუსიკოსი შონ მენდესი გახდა, რომელმაც ერთდროულად ორ მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა. მენდესი წლის არტისტად დაასახელეს, ასევე მისი ჰიტი There’s Nothing Holdin’ Me Back წლის სიმღერად დასახელდა.

შონ მენდესს გამარჯვება MTV-ის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეც მიულოცეს: „ვულოცავთ ერთადერთ და განუმეორებელ შონ მენდეს MTV-ის პირველ პრიზს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება სხვა გამარჯვებულებს, წლის დებიუტის სტატუსი დუა ლიპას ერგო, რომლიც ალბომიც 2017 წელს გამოვიდა. წლის საუკეთესო ვიდეოს კატეგორიაში ქენდრიკ ლამარმაგაიმაჯვა, რომლის კლიპი სიმღერაზე Humble საუკეთესოდ ცნეს. წლის პოპშემსრულებელი ქალის სტატუსი მექსიკელ მუსიკოსს, კამილა ლაბელოს ერგო, ხოლო საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტად ემინემი დასახელდა. საუკეთესო ლაივ არტისტად ედ შირანი დაასახელეს, ხოლო ელექტრონული მუსიკის ნაწილში მთავარი პრიზი დევიდ გუეტას ერგო. რაც შეეხება პრიზს მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, წელს ეს საპტიო პრიზი ირლანდიურ ჯგუფ U2-ს გადასცეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია წითელი ხალიჩა, სადაც ყველაზე ორიგინალური ჩაცმულობით მომღერალი რიტა ორა გამოირჩა. ის თეთრი ხალათითა და თავზე პირსახოცით გამოჩნდა ფოტოგრაფებთან. ფოტოგალერეა

საკვანძო სიტყვები

Mtv