MTV Europe Music Awards-ის ნომინანტები ცნობილია

MTV Europe Music Awards-ის ნომინანტები ცნობილია
შოუბიზნესი / ოქტომბერი 8, 2018

4 ნოემბერს, ესპანეთში MTV Europe Music Awards გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ,,MTV ევროპის მუსიკალურ დაჯილდოებას” 14 ძირითადი და 32 რეგიონალური ნომინაცია აქვს. სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მომღერალს ან ბენდს ხალხი ავლენს. ხმის მიცემა საქართველოდანაც შესაძლებელია.

საერთო ჯამში ნომინანტთა ლიდერი კამილა კაბეიოა, რომელიც ერთდროულად 6 ჯილდოს მოპოვებას შეეცდება.

 

View this post on Instagram

 

What do you think @camila_cabello will win? #BestArtist, #BestSong, #BestVideo, #BestPop, #BestUSAct, #BiggestFans

A post shared by MTV EMA (@mtvema) on

21 წლის კუბელ ვარსკვლავს 5-5 ნომინაციით არიანა გრანდე და Post Malone მოჰყვებიან, პრემიის 4 კატეგორიაში გამარჯვებისთვის კი Drake, Shawn Mendes და Dua Lipa იბრძოლებენ.

ნომინანტთა შორის ასევე: Bebe Rexha, Childish Gambino, The Carters, Eminem, Migos, Nicki Minaj, Travis Scott, 5 Seconds of Summer, Imagine Dragons, Twenty One Pilots, David Guetta, Ed Sheeran, P!nk, Cardi B, Taylor Swift და სხვები მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით ცნობილი გახდა თუ ვინ იქნებოდნენ Best UK & Ireland Act-ის ნომინანტები, თუმცა ახლახან გამოქვეყნებულ სიაში Little Mix-ის გარდა, ვერც ერთი შემსრულებელი ვერ ვიხილეთ.

 

ახლა უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ ამ უკანასკნელის ჩათვლით ზემოთხსენებულ კატეგორიაში ერთმანეთს Anne-Marie, George Ezra, Stormzy და Dua Lipa დაუპირისპირდებიან.