მსოფლიოს ყველაზე სასურველი სასიძოები

მსოფლიოს ყველაზე სასურველი სასიძოები
შოუბიზნესი / იანვარი 11, 2017

ჟურნალმა Town & Country მსოფლიოს 50 წყველაზე სასურველი მარტოხელა მამაკაცების რეიტინგი შეადგინა. მასში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოხვდნენ, თუმცა ჩვენ აქცენტს ცნობილ ვარსკვლავებზე გავაკეთებთ.

25-ე ადგილზე 41 წლის ტობი მაგუაირი მოხვდა, რომელიც გასული წლის ზაფხულში მეუღლეს დაშორდა.

26-ე პოზიცია ლივ შრაიბერმა დაიკავა. გასული წლის სექტემბერში, 11 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მან და მსახიობმა ნაომი უოტსმა ოფიციალურად დაადასტურეს განქორწინება.

ჯუდ ლოუ რეიტინგის 46-ე ადგილს დასჯერდა, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ფსიქოლოგ ფილიპა კოენს ხვდება, მისმა ვაჟიშვილმა – 20 წლის რაფეტმა კი მამას გაუსწრო და 42-ე ადგილზე განთავსდა.

 

რაფეტ ლოუ

სიაში ასევე შევხვდებით მერაია ქერის ყოფილ ბოიფრენდს ჯეიმს პეკერს, მეგან მარკლის ყოფილ მეუღლეს – კორი ვიტელოს, პირს ბროსნანის ვაჟიშვილს – დილანს, ბობ დილანის შვილიშვილს – ლევის, დენიელ დეი ლიუისის შვილს – გებრიელ კეინსა და სხვებს.