მშობიარობის შემდეგ, ბიონსე მეუღლესთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)

მშობიარობის შემდეგ, ბიონსე მეუღლესთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)
შოუბიზნესი / ივლისი 17, 2017

ბიონსემ, რომელიც დედა მეორედ დაახლოებით ერთი თვის წინ გახდა, კარგად იცის, როგორ მიიქციოს საზოგადოების ყურადღება. რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავი საკუთარ ტყუპებთან ერთად გამოჩნდა და მისი ფოტო რამდენიმე საათში ინტერნეტჰიტი გახდა. ამჯერად კი, მან თავის მეუღლესთან, ჯეი-ზისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ამ ფაქტს თაყვანისმცემლების აღფრთოვანება მოჰყვა, რადგან ბიონსე საკმაოდ იშვიათად აზიარებს ფოტოებს მეუღლესთან ერთად.

აღნიშნული ფოტო Mack Sennett Studios-ის ღონისძიებაზე არის გადაღებული, სადაც წყვილი სპეციალური სტუმრების სტატუსით იმყოფებოდა და ეს მათი პირველი ოფიციალური გამოსვლა იყო ტყუპების დაბადების შემდეგ.

ვარსკვლავები ერთმანეთის მიმართ სითბოს გამოხატვას არ ერიდებოდნენ და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მათ ქორწინებას, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.

 

საკვანძო სიტყვები