მშობიარობიდან ორ კვირაში კენდის სვეინპოლი არაიდეალური სხეულისთვის გააკრიტიკეს (ფოტო)

მშობიარობიდან ორ კვირაში კენდის სვეინპოლი არაიდეალური სხეულისთვის გააკრიტიკეს (ფოტო)
შოუბიზნესი / ივლისი 12, 2018

ივნისის ბოლოს, სუპერმოდელი კენდის სვეინპოლი და მისი საქმრო, ჰერმან ნიკოლი მეორედ გახდნენ მშობლები. მშობიარობიდან ორი კვირის შემდეგ კი, ლამაზმანი ბრაზილიაში, ოკეანის სანაპიროზე დააფიქსირეს.

ფოტოებზე ჩანს, რომ მოდელი საბოლოოდ ჯერ არ დაბრუნებია უწინდელ ფორმას და ეს ფაქტი არც მის თაყვანისმცემლებს გამოპარვიათ, რომლებმაც სვეინპოლი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. მოდელმა მათ საკუთარი „ინსტაგრამიდან“ უპასუხა:

„თუკი ჩემთვის ცუდი რამის თქმა გინდათ, თქვენი თავიდან დაიწყეთ. მშობიარობის შემდეგ ქალები, როგორც წესი, ვერ აკმაყოფილებენ საერთაშორისო სილამაზის სტანდარტებს. არ მერიდება ჩემი მუცლის გამოჩენა, პირიქით, ვამაყობ. ამ მუცელში ჩემი შვილი 9 თვის განმავლობაში იჯდა. ნება მიბოძეთ, ცხოვრებით დავტკბე“.

საკვანძო სიტყვები