მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე ევა ლონგორიამ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა

მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე ევა ლონგორიამ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა
შოუბიზნესი / მაისი 16, 2018

43 წლის ევა ლონგორია სულ მალე გახდება დედა. მშობიარობამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და მსახიობმა გადაწყვიტა, ეს მომენტი ფოტოებზე აღბეჭდოს.

ევა ჟურნალ Iris Covet Book-ის ფოტოსესიაში გამოჩნდა და გამოცემას გულახდილი ინტერვიუც მისცა.

„ორსულობამდე ცოტ-ცოტა მოვიმატე, პრესისთვის კი ეს საკმარისი იყო, დაეწერათ, რომ ბავშვს ველოდებოდი. როდესაც გავიგე, რომ მართლაც ორსულად ვარ, ის ცდილობდა ეს ამბავი ჟურნალისტებთან დაემალა. მე კი ვამშვიდებდი, რომ ისინი მაინც წერდნენ და დამალვას აზრი არ ჰქონდა“, – სიცილით იხსენებს ევა.

შეგახსენებთ, რომ ლონგორიასთვის და მისი მეუღლესთვის, ხოსე ანტონიო ბასტონისთვის ეს პირველი საერთო შვილი იქნება. წინა ქორწინებიდან ბასტონ უკვე ჰყავს სამი შვილი.