Motorola მოხრილ სმარტფონზე მუშაობს

Motorola მოხრილ სმარტფონზე მუშაობს
Hi Tech / ივნისი 19, 2018

როგორც ჩანს, 2018 წელი მოხრილი სმარტფონების წელია. ცნობილი ხდება, რომ Motorola-მ გადაწყვიტა Samsung-ს, Huawei-სა და LG-ს შეუერთდეს და წლის ბოლომდე მოხრილი სმარტფონი წარმოადგინოს. კომპანიას მოწყობილობის პატენტი უკვე მზად აქვს.

სიახლეზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა გარკვეულ დეტალებს მაინც ვგებულობთ. მაგალითად: სმარტფონს ექნება სარეზერვო ბატარეა, რომელიც ინახავს ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენჯერ მოიხარა ეკრანი. გარკვეული რაოდენობის შემდეგ, აღდგენის რეჟიმი ავტომატურად გააქტიურდება.

კომპანია ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობს სმარტფონის რეალიზაციის კონკრეტულ თარიღზე.

საკვანძო სიტყვები