Motorola iPhone X-ის მსგავს სმარტფონზე მუშაობს

Motorola iPhone X-ის მსგავს სმარტფონზე მუშაობს
Hi Tech / ივლისი 12, 2018

ქსელში Motorola-ს ახალი სმარტფონის, One Power-ის გამოსახულება გამოჩნდა.

უკვე ცნობილია,რომ სიახლეს iPhone X-ის მსგავსად არ ექნება ჩარჩო, ზედა ნაწილზე კი ჭრილი ექნება, რომლის ქვემოთაც წინა კამერის მოდული და სასაუბრო დინამიკი განთავსდება. ძირითადი კამერის კონსტრუქცია სმარტფონს ასევე iPhone X-ის მსგავსი ექნება.

წყაროს ცნობით, Motorola One Power-ს 6,2 დიუიმიანი ეკრანი, 12 და 5 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა ექნება.

სმარტფონის სხვა მახასიათებლები ამ დროისთვის უცნობია.

საკვანძო სიტყვები