„მოსიარულე მკვდრებში“ მორიგი მსხვერპლი, შესაძლოა, რიკ გრაიმსი გახდეს

„მოსიარულე მკვდრებში“ მორიგი მსხვერპლი, შესაძლოა, რიკ გრაიმსი გახდეს
შოუბიზნესი / თებერვალი 14, 2018

სერიალ „მოსიარულე მკვდრებში“, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, კარლის გარდაცვალების შემდეგ, ზომბი-აპოკალიფსის მომდევნო მსხვერპლი შესაძლოა, თავად რიკ გრაიმსი გახდეს. შესაბამისი მოსაზრება მას შემდეგ გაჩნდა, რაც პროექტის ერთ-ერთმა შემქმნელმა, როვერტ კირკმანმა განაცხადა, რომ იმის გამო, რომ ცენტრალური ფიგურაა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ხელშეუხებელია.

კითხვაზე, რომელი პერსონაჟი გადარჩება, მან უპასუხა, რომ ეს ჯერ არავინ იცის, რადგან შესაძლოა ისეთი გმირი გადარჩეს, რომელიც სერიალში ჯერ არც გამოჩენილა, ხოლო შესაძლოა, ეს ჯუდიტიც გახდეს.

შეგახსენებთ, რომ „მოსიარულე მკვდრების“ მერვე სეზონის ფინალური სერია 25 თებერვალს გამოვა.