„მოსიარულე მკვდრების“ მე-8 ნაწილის პირველი ოფიციალური ფოტო გამოქვეყნდა

„მოსიარულე მკვდრების“ მე-8 ნაწილის პირველი ოფიციალური ფოტო გამოქვეყნდა
შოუბიზნესი / ივლისი 13, 2017

20 ივლისს, სან-დიეგოში სტარტს აიღებს Comic-Con 2017, რომლის ფარგლებშიც ბევრ ფილმსა და სერიალზე ახალ ამბებს გავიგებთ. თუმცა სანამ ეს მოხდება, გამოცემაში Entertainment Weekly სერიალ „მოსიარულე მკვდრების“ ახალი, მერვე სეზონის პირველი ოფიციალური ფოტო გამოქვეყნდა. მასზე დერილი (ნორმან რიდუსი) და კეროლი (მელისა მაკბრაიდი) არიან გამოსახულები.

შეგახსენებთ ეს პერონაჟები დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად ნიგანის წინააღმდეგ არიან გაერთიანებულები და მისი განადგურების გეგმაზე მუშაობენ.

მერვე სეზონის პრმეიერის ოფიციალური თარიღი უცნობია. Comic-Con-ზე კი მისი პირველი ტრეილერის ჩვენება იგეგმება.