მორგან ფრიმანს შვილიშვილთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ

მორგან ფრიმანს შვილიშვილთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ
შოუბიზნესი / აპრილი 23, 2018

მორგან ფრიმანის გარშემო სკანდალი მძვინვარებს: ლეგენდარულ ვარსკვლავს შვილიშვილთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ. როგორც The New York Post წერს, მსახიობს ინტიმური ურთიერთობა 33 წლის იდენ ჰაინსთან ჰქონდა, რომელიც 2015 წელს დაიღუპა.

მორგანისა და იდენის საიდუმლო რომანზე ჯერ კიდევ 2009 წელს საუბრობდნენ, თუმცა მსახიობის წარმომადგენლებმა და თავად გოგონამაც ეს ფაქტი კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ მათ ოჯახს ჩირქს სცხებენ.

აღსანიშნავია, რომ ჰაინსი არ არის მსახიობის სისხლით ნათესავი – გოგონა ფრიმანის აყვანილი ქალიშვილის, დინა ადეირის შვილია. ფრიმანისა და მისი შვილიშვილის ურთიერთობა იდენის მკვლელობაში ბრალდებულმა, ლამარ დევენპორტმა გაამხილა. მისი თქმით, იდენმა მას ამის შესახებ თავად უამბო, თუმცა საეჭვოა, შეძლებს თუ არა ის საკუთარი სიტყვების დამტკიცებას.

საკვანძო სიტყვები