მისი ელიოტი ახალ ალბომზე მუშაობს

მისი ელიოტი ახალ ალბომზე მუშაობს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 11, 2018

ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია, რომელიც ცნობილია მუსიკალური პრემიით ,,გრემი”, მისი ელიოტის შესახებ ,,ტვიტავს”.

ამერიკელი რეპერი, რომელიც გუშინ, American Music Awards-ზე სიარასთან ერთად გამოვიდა ახალ დისკზე მუშაობს.

როგორც ,,ტვიტშია” აღნიშნული, ელიოტის მე-7 სტუდიური ალბომი, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, 2019 წელს გამოვა.

აღსანიშნავია, რომ ფირფიტა 47 წლის ვარსკვლავის პირველი ნამუშევარი იქნება 14 წლის შემდეგ.