მირანდა კერიმ ზღაპრული ქორწილის ფოტოები გააზიარა

მირანდა კერიმ ზღაპრული ქორწილის ფოტოები გააზიარა
შოუბიზნესი / ივლისი 17, 2017

მიუხედავად იმისა, რომ მირანდა კერისა და ევან შპიგელის ქორწილის შესახებ ცნობილი თავიდანვე იყო, ქსელში ამ დრომდე ცერემონიიდან არცერთი ფოტო არ მოხვედრილა. როგორც გაირკვა, ისინი ექსკლუზიურად ჟურნალ Vogue-სთვის გადაიღეს, ამიტომ უმეტესი მათგანი ხელმისაწვდომი აგვისტოს ნომერში იქნება.

მანამდე კი, თავად მოდელმა ქსელში რამდენიმე ფოტო გააზიარა, რომელთა ავტორიც ლეგენდარული პატრიკ დემარშელი იყო.

მდიდრული კაბა პატარძლისთვის მოდის სახლმა „დიორმა“ შექმნა. „ვფიქრობ, ასეთი კაბა ნებისმიერი გოგოს ოცნებაა. სიმართლე რომ ვთქვა, ამაზე უკეთეს კაბაზე ვერც ვიოცნებებდი“, – დაწერა თავად ლამაზმანმა და საქორწინო კაბაში გადაღებული ფოტო გააზიარა.

ცნობილია, რომ მირანდასა და ევანის ქორწილმა 50 ადამიანის გარემოცვაში ჩაიარა, შესაბამისად, მას მხოლოდ წყვილის უახლოესი ადამიანების ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები