მირანდა კერი და ევან შპიგელი მშობლები გახდნენ

მირანდა კერი და ევან შპიგელი მშობლები გახდნენ
შოუბიზნესი / მაისი 10, 2018

მირანდა კერი და ევან შპიგელი მშობლები გახდნენ. მოდელსა და ბიზნესმენს ვაჟიშვილი შეეძინათ, რომელსაც დიდი პაპის საპატივსაცემოდ ჰარტი დაარქვეს.

ახალდაბადებული ევანისთვის პირველი, ხოლო მირანდასთვის – მეორე შვილია. ორლანდო ბლუმთან ქორწინებიდან მას 7 წლის ფლინი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბიზნესმენისა და მოდელის რომანი 2015 წელს დაიწყო, გასული წლის მაისში კი მათ იქორწინეს.