მაიკლ ბუბლეი ახალ ალბომს გამოუშვებს

მაიკლ ბუბლეი ახალ ალბომს გამოუშვებს
შოუბიზნესი / ოქტომბერი 1, 2018

16 ნოემბერს, მაიკლ ბუბლეი მე-10 სტუდიურ ალბომს, ❤ (Love) გამოუშვებს. ამის შესახებ მუსიკოსმა Facebook Live-ში განაცხადა.

Michael’s new album ❤(pronounced love) will be released on November 16 and the first single “When I Fall In Love” is out now.Pre-order: https://wbr.ec/mblove“When I Fall In Love” Official Music Video: http://wbr.ec/whenifallinlove

Posted by Michael Bublé on ხუთშაბათი, 27 სექტემბერი, 2018

დისკიდან უკვე შედგა ლიდ სინგლის პრემიერა, რომელიც პოპულარული სიმღერის When I Fall in Love ქავერია.

ცნობილია, რომ ფირფიტაში ისეთი რომანტიკული ბალადების განსხვავებული ვერსიებიც შევა, როგორებიცაა: Unforgettable, My Funny Valentine, I Only Have Eyes for You, Such a Night და სხვა.

აღსანიშნავია, რომ დისკი კანდელი ვარსკვლავის პირველი ნამუშევარი იქნება მას შემდეგ, რაც მის ვაჟიშვილს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

პატარა ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

 

შეგახსენებთ, რომ ნოას გამოჯანმრთელებამდე 43 წლის მუსიკოსმა და მსახიობმა, ლუისანა ლოპილატომ კარიერაზე უარი თქვეს. ამჯერად კი, ორივე მათგანი თავის საქმიანობას დაუბრუნდა.

ვარსკვლავური წყვილი ერთად 5 წლის ნოას, 2 წლის ელაისსა და ვიდას ზრდის, რომელიც ქვეყანას მიმდინარე წლის 25 ივლისს მოევლინა.